Загрузка статьи...

280

დომოფონის მონტაჟი თქვენს სადარბაზოში

შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

  1. ფასის დაანგარიშება, ორი ვარიანტის;
  2. მოსახლების მიერ ვარიანტის არჩევა, ნარდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და თანხის შეგროვების დაწყება;
  3. ხელშეკრულების გაფორმება;
  4. მეტალოსამუშაოები, დომოფონის და ყურმილების მონტაჟი, ჩიპების გადაცემა დამკვეთისთვის, დომოფონის სისიტემის ჩართვა;
  5. სამუშაოების შესრულების დოკუმენტებზე ხელმოწერა და მონტაჟის საფასურის საბოლოო გადახდა.

I ეტაპი. დომოფონის მონტაჟის ფასის გამოთვლა

ფასის გამოსათვლელად, კომპანიის თანამშრომელი მოვა მისამართზე, აზომავს კარებს, გადაიღებს ფოტოებს, შეავსებს კარის დათვალიერების ფორმას, ადგილზე ვიზიტი შეფასებისთვის უფასოა და თქვენ არ გაკისრებთ არანაირ ვალდებულებას.

სასურველია დამკვეთის დასწრება,რათა პასუხი გაქცეთ წარმოშობილ კითხვებზე.

შევსებული ფორმა გადაეცემა ოფისს და მზადდება ფასის გათვლის დოკუმენტი.

დოკუმენტი დამკვეთს გაეგზავნება სასურველ მესინჯერში, თანდართული ბმულით-მეტალოსამუშაოების ვარიანტები. მაგალითად:

ფასის გათვლა მოიცავს: აღჭურვილობა, რეკომენდებული მეტალოსამუშაოები, მეტალოსამუშაოების ალტერნატიული ვარიანტი (თუ არსებობს), ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების მოკლე შინაარსს.

მოწყობილობა და მომსახურეობა:

ბინისთვის:

კარის  ვარიანტი 1: რეკომენდაცია
შეთავაზების ბმული :

https://d-keys.info/art/000007

ვარიანტი 2: 
შეთავაზების ბმული :

https://d-keys.info/art/000007

სააბონენტო გადასახადი დათვლილია განგარიშების თარიღის შესაბამისად 

  1. დამკვეთის გამოძახებით, იმ სამუშაოების განხორციელება, რომელიც აუცილებელია მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის;
  2. სააბონენტო მოწყობილობის რემონტი;
  3. მონტაჟისას დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრა;
  4. პანელის, კარის დამკეტი შვეიცარის, საკეტის, კარის გამღები ღილაკის, კომუტატორის, კვების ბლოკის- რემონტი(თუ შეკეთება შეუძლებელია ახლით შეცვლით);
  5. შემცვლელის გადაცემა სარემონტო სამუშაოების ამოწურვამდე;
  6. მესამე პირების მიერ, ჩადენილი არაკანონიერი ქმედების შედეგად დაზიანების აღმოფხვრა (მათ შორის მოპარვა და გატაცება);
  7. განაცხადის შესრულება 3 სამუშაო დღის განმავლობაში;
  8. ცხელი ხაზი მუშაობს 9სთ-დან 7 სთ-მდე.

II ეტაპი. მოსახლეობის მიერ მონტაჟის გადაწყვეტილების მიღება, ნარდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და თანხის შეგროვების დაწყება

ფასის გათვლის მიღებისა და საერთო განხილვის შემდეგ, მთელი სადარბაზოს მიერ აუცილებელია:

III ეტაპი. ხელშეკრულების გაფორმება

ამ ეტაპზე სადარბაზოს წარმომადგენელი, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიასთან აფორმებს საჭირო ხელშეკრულებებს.ხელშეკრულებები ფორმდება ორ ეგზემპლარად თითოეულ მხარეს ერთი ეგზემპლარი. მოქმედი პირობების მიხედვით იხდიან წინასწარ თანხას.

IV ეტაპი: მეტალოსამუშაოები, დომოფონის და ყურმილების მონტაჟი, ჩიპების გადაცემა დამკვეთისთვის, დომოფონის სისიტემის ჩართვა

ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, დომოფონის მონტაჟამდე შეიძლება გავიდეს გარკვეული დრო — რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ეს განპირობებულია მოსამზადებელი სამუშაოებითა და მონტაჟის რიგით.

სანამ თქვენი სადარბაზო მონტაჟის რიგში იმყოფება, შესაძლებელია მოსახლეობისგან თანხის შეგროვების გაგრძელება. ამასთან, მცხოვრებლებს შეუძლიათ საბოლოოდ განსაზღვრონ გასაღებების რაოდენობა და დასამონტაჟებელი სააბონენტო მოწყობილობის ტიპი.

მონტაჟამდე რამდენიმე დღით ადრე სერვისის თანამშრომლები დაგიკავშირდებიან და შეგატყობინებენ დაგეგმილი მონტაჟის თარიღსა და დროს.

მონტაჟი შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან რამოდენიმე დღე.

მონტაჟის დასრულების შემდეგ დაპროგამებული გასაღებები გადაეცემა დამკვეთს სასურველი რაოდენობით. გადაცემა დოკუმენტურად დასტურდება. ზედმეტი გასაღებების დაბრუნება შესაძლებელია საბოლოო დოკუმენტების ხელმოწერის დროს.

V ეტაპი. სამუშაოების შესრულების დოკუმენტებზე ხელმოწერა და მონტაჟის საფასურის საბოლოო გადახდა

დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთი მცხოვრები აწერს ხელს სამუშაოების შესრულებისა და დომოფონის ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტებზე.

დამკვეთი ზედმეტ ჩიპებს უბრუნებს კომპანიას.

მოიხდება სრული ანგარიშსწორება მონტაჟის საფასურისთვის. თუ მცხოვრებლებს არ ექნებათ გადახდილი სრული თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი გადახდა, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება შედგება მოგვიანებით.